Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№13/29 - 01

19.06.2024

ქ.თბილისი

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ“ დეკანის 2024 წლის 27 მაისის #10/29 – 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

                                                                  ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ“ დეკანის 2024 წლის 27 მაისის #10/29 – 01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს მიეცეთ ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით (მოიცავს სახელმწიფო გადასახადს):

ა) I ადგილი - 625 ლარი

ბ) II ადგილი - 375 ლარი

გ) III ადგილი - 250 ლარი“

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი           პროფესორი      გიორგი ღაღანიძე